↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხავერდის ქალი

კარმელი შალვა

2020-06-121 წთ საკითხავი4456 ნახვა

—
როცა მოკვდება მზის სიმღერის ცეცხლის ტონებიდა ქუჩაბანდი ატირდება ღამის ტრაურით,მე ქალაქისკენ დავეშვები ჩუმი ხმაურით, -თუმც მანათებენ გასაცემად ელექტრონები.ხავერდის ქალი, საკრამანგით ოქრომქონები,ჩაივლის ხალხში, თან ღიმილი შვენის ლაურის,მიჰყივის ქუჩა ვნებიანი ქათინაურით,ყვითელ სახლების შესცქერიან მას პატრონები.თითქოს არისო სალომეა იროდიადის,განკვართულ ტანით დამდაფნელი გრძნობის ზვიადის,შვიდზე წრულ ცეკვით რომ ატკბობდა ტეტრარქ იროდის.მანთებდა ღაზო სიყვარულის სხივთა თარეშით.არ ვიცი, სული სონეტებში სანამ სტიროდა, -ლამაზ ბანოვანს კი ჰკოცნიდა ღამე კაფეში.
1919

კარმელი შალვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი