პოეზია · ლირიკა
ჩვენება იუდეის ასულის
ძაღლური კბენით გაირბინა მზემ ეკვატორი.ელექტროს შუქი შეეჯიბრა ქალაქში მთვარეს.ცეცხლის თვალებით ბრაზიანი მოჰქრის მატორი.ყავახანიდან დაიღვარა სიმები თარის.
მთვარეულ ცეკვას იქ აყვება ასული ქარის.უნაზეს ვეფხით, _ მე ვკანკალებ _ თითქოს ნატორი.ჩემთვის საშველი ტრფფიალიდან აღარსაად არისდა ძირს ვეშვები ვით დაჭრილი გლადიატორი.
ახ! ის უთუოდ სალომეა მთვარით ვნებული,შვიდ სახურავზე შიშველ ფეხით აცეკვებული, _მეფის ასული იუდეის, ჰეროდიადის,!
საჩუქარს ელის ტეტრარქიდან თეთრ სიშმაგეში.ავი მხევალი დღეს მსხვერპლია გრძნობის დიადის.იოქანაანს მძაფრად უკბენს წითელ ბაგეში!