↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შეხერეზადეს ზღაპარი

კარმელი შალვა

2020-06-121 წთ საკითხავი4460 ნახვა

—
ხალიჩა,ტახტი და მუთაქები.მეწყება შენზე რითმის თარეში,მაშრიყის ღამე,ღამე ნაქები,როცა ბანაობს ცა სიმთვარეში.
ჰფანტავ ასული მწველ ათინათებს.გეტყვი:ახ, ახ ასე დიდხანს გამყოფა...შეხერაზადე ზღაპრებს მინათებს,ეს ღამე ყველგან ზღაპრად გამყვება.
ეცემა მეჩეთს ვარსკვლავთ წვეთები,რომ რამაზანში ჰაშიში მოდვას.და ეზიარენ მინარეთებიშენი ზღაპრების უნაზეს ცოდვას.
ამ ძვირფას ქვების დამფანტ აზიას,აყვავილებულ ხალიფის ალმებსდა მეფის ქალზე ამ ფანტაზიას,-მე ოაზებში ვუამბებ პალმებს!
იქ ბედუინი ცხელ ქარავანითშეუცდის მტვრიან სამუსის გავლას.ლეილას ზღაპარს მთვარის თავანითის გაიტაცებს,ვით ძვირფას დავლას!
1920

კარმელი შალვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი