↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არმიელი ვარ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
მოხუცი პაპაბავშვებს რომ მკლავებს გვისინჯავდადა შემდეგ დინჯადეტყოდა ახლო მდგომარ მეგობარს:„დახედე ამ მკლავებს,ვერ გასწევდა კახაბერობას?“და ახლა ვფიქრობ:მაგრამ რა უშავს,ჯარისკაცობას ვინ ეტყვის უარს?ვარ არმიელი, იმგვარი მუშა,რომელიც წვრილმანს გვერდს ვერ აუარს.როგორ არ ვიცით ეხლა გარჩევა,დიდი საქმეა აქ თუ პატარა,ის უნდა გაქრეს, ეს გადარჩება,ეს გამომაჩენს და ის კი არა!არმიელი ვარ. კლასთან პირობა:მოძმესთან ძმობა, მტერთან მტერობა.აი, რა არის ჩემი გმირობადა ჩემი დიდი კახაბერობა!
1934
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი