↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თვალებით თვალში

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
ფიქრნი ისვრიან უნელებელელვათ ტბორებას.ხომ შეიძლება იყოს ქვეყნადნამდვილი მითი.კვლავ იძაფება წამით მაინცთვალთ დაშორებისშეუძლებლობა საშინელი,ცივი მაგნიტი.ყალყზე დამდგარნისისხლიანიდაჯახებისთვისუფრო და უფრო, და უფრო ღრმათთვალები თვალში!წამითი წამით დაეძებენმომენტს შებმისთვისორი გიგანტი, ორი რისხვაგაურღვევ რკალში.თვალებით თვალში! ერთნი ხედვენნათელს, სხივმოსილს,ძლევამოსილი და ამაყიმიმავალ გზებით,მეორენი კი სისხლიანს დაშავს, დამპალს, წარსულს,ბრჭყალებიან მხეცს, შეშინებულსმზის მონათებით.თვალებით თვალში...და შეიბნენ! ზრიალებს მიწა!ზრიალებს მიწა და ცახცახებსსამყაროიცა,შეიგნე: აჰა, სამყაროს მთელსეს ატრიალებს,კიდით-კიდემდე, ციდან ცამდებზრიალებს მიწა.
1934
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი