↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თვალები

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95279 ნახვა

—
თითქოს სიოს ფრთის შეხებით ჩამოსცვივდა ყვავილს ნამი,დაიძირა ლაჟვარდმა ტბამ დაზნექილი ტბის ლერწამი.
თითქო ბნელი შემოდგომის წვიმის ზურმუხტ-მარგალიტმაღამის ნისლში ააკვნესა დადუმებულ ქნართა რითმა.
თითქო მთელი უკვდავება ტრიალებდა ლაჟვარდ ცაზედა ლაჟვარდის ამოკვნესით კრთოდა თვალთა სილამაზე.
ო, თვალები! არ მინახავს მე თვალები უკეთესი,მათში კვნესდა კაეშანი, სიხარულის ცეცხლის მთესი.
მათში ფეთქდა უკვდავების უხილავთა ტალღათ კრება,რაც არასდროს არ მოკვდება, რაც არასდროს არა კვდება.
და როდესაც მე ტყვედ ვყავდი იმ თვალების ჯადო-გრძნებას,მწარე კვნესით ვიგონებდი რაღაც უცხო მოგონებას.
1912
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი