↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ერთხელ შენ დაჰხვენ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95283 ნახვა

—
ერთხელ შენ დაჰხვენჩემგან კარებიზღვის შორ სივრცისკენ...რა აჩქარებითშენ მე დამტოვედა დამიტოვემრავალი დარდიდა იარები.მე ვთქვი: სადააგზები სავალი,რაც ახალგაზრდასჰქონდა მრავალი,გადაიკეტამართლა კარები,თუ არსად არისგამოსავალი?მაშინ სიობლედამადგა თავზე,ჩემი ცხოვრებისცოდვებით სავსე.იგი ჩამოჯდაჩემს სასთუმალთანდა ის მახრჩობდაჩემს სასთუმალზე.და აი, ამდენქვეყნიურ შხამისდაცლაზე ფიქრმაშემშალა ლამის,„რა გვეშველება“, -მომძახდა მარადგამწარებულიხმა შუაღამის.მაგრამ პოეტისმძლეთამძლეობაიყოს სიმტკიცედა გამძლეობა.ო, ჩანგო ჩემო,გახსოვდეს მარადქვეყნისთვის ბრძოლისმოვალეობა.ავთან სასტიკადიყავი ავი,არ ჩამოაგდოუდროო ზავი,არ დაგინახოთვალებზე ცრემლი,განწირულებასარ მისცე თავი.ბევრზე ბევრიაგზები სავალი,ხალხთ სამსახური -უფრო მრავალი.დამლოცოს შენმაკეთილმა ჩრდილმა,მძიმე, ეკლიანგზით მიმავალი.
1934
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი