↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ჩამავალი მზის ფერადო კიდევ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95286 ნახვა

—
ჩამავალი მზის ფერადო კიდევ,ჩემს ხსოვნაში არ დაშლილხარ კიდევ.
თითქო იქ, შორს, სამი დღეა იწვისმშვენიერი მწვერვალები წიწვის.
ვეკითხები ხეთა შენთა ფოთოლს:რამემ ასე უნდა შეგაშფოთოს?
ეს უბადლო საღამოა მთაში,მართლა ცეცხლი რომ დაინთოს, მაშინ?
ჩამავალ მზის ფერადების მორევსიგი ცეცხლი შორით უამბორებს!
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი