↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ჩემთვის სანატრელია

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95283 ნახვა

—
ჩემთვის სანატრელია მხოლოდ ეს ხმა, ეს ფერი.მჯერა ბედს გაანათებს - (და მას მუდამ ველი მე)ერთი ვარსკვლავთაგანი - (შეიძლება ვესპერი, -შეიძლება ვენერა, ან და სხვა რომელიმე).
დაგინახავ თუ არა, გული ცემას ახშირებსდა ვერ ვბედავ გამოთქმას ოცდაათი წელია.ღრმაა ის საიდუმლო, შენთან რომ მაკავშირებსდა ატანა სიმძიმის კიდევ უფრო ძნელია.
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი