ჰგავდა კონგრესის კულუარებიჯერ დამშვიდებულ სტიქიის მორევს,გერმანიიდან მიღებულ ამბებსუზიარებდენ ერთიმეორეს.ემიგრანტია დღეს ჰენრიხ მანი,ფეიხტვანგერიც ემიგრანტია,მაგრამ მომავალ შეტევის ცეცხლიარალეგალურ კერად ანთია.არც ერთ მწერლობას არ განუცდიაის საშინელი ცხოვრების დრამა,რომელიც წილად ხვდა გერმანიას,რომელმაც მტერი გაათამამა.დელეგატები ბჭობდენ ხმადაბლადა ხმაც მცირეა, როგორც ატომი,დელეგატები ბჭობენ ხმადაბლა,ტრიბუნასთან კი სდგას ორატორი.იმ პირობებში, როდესაც მუშასსიკვდილით სჯიან ცენტრში ევროპის,მხოლოდ იმიტომ, რომ რემედასისაღმოუჩინეს წიგნი წევრობის,პოეტი მაინც ახერხებს სუნთქვას,პოეტი გმირულს რაიმეს სჩადის,დელეგატები ბჭობენ ხმადაბლადა ტრიბუნაზე უცნობი ადის.ამ დროს დარბაზში სინათლის თითქომოულოდნელად შენელდა შუქი.სამარისებურ სიჩუმის წამებსსთვლი: მოხუცია ის თუ ჭაბუკი?იგი გრიმშია. შავ სათვალეებსიდუმალება სდევს უჩინარის,სამარისებურ სიჩუმის გარსშისდგას და არავინ იცის: ვინ არის?სდუმს მიკროფონი, ვერც გერმანიადა ვერც სხვა უცხო ქვეყნების რიგირადიოს მძაფრი გამოძახილითვერ გამოარკვევს: ვინ არის იგი?და მღელვარე ხმით იწყებს უცნობი:„ჩვენი მხურვალე სალამი კონგრესს,რომელიც სულის თავისუფლების,ზავის და წინსვლის მებრძოლებს მოჰკრებს.ჩვენში ადვილი არაა ბრძოლა.ამ იდეების მკაცრი მტერიაადგილი, სადაც კონცლაგერია,სადაც მესამე სდგას იმპერია.გათელილია სიმართლის სიტყვა,ყველასი, ვინაც გულს ამოიხვევსდა საწამებლად მიჰყავთ ყოველი,ყოველი, ვინაც ხმას ამოიღებს.მაგრამ ამაოდ, იქ მაინც ჩნდება,როს მოთმინების ივსება სურა,მაინც არსებობს, არსებობს დიდიდა მეომარი ლიტერატურა.საწერ მანქანებს უზის ასობით,მოლოდინში რომ, როგორც გეენა,კარს შემოაღებს პოლიციელიდა მოიკითხავს: რასა სწერთ თქვენა?მე არ დავიწყებ საუბარს მასზე,თუ როგორია ჩვენი ცხოვრება,თუ გერმანიას ვით მოადგა კარსსუსხი კრიზისის, გამათხოვრება.გიამბობთ ამას ვრცელ რომანებისდა მოთხრობების ჩუმი გატანა,რომელიც შექმნა იატაკისქვეშდა ჯგუფმა მე აქ გამომატანა.და არ არსებობს არავითარიმიხაკისფერი ცივი კედელი,რომ დაგვაშოროს და შეაფერხოსთქვენდამი ლტოლვა განუწყვეტელი.როდესაც გზებით შეუძლებელით,ჰენრიხ მან, მოგვწვდა თქვენი წერილი,როს გერმანელი მწერლების წყებაპარიზიდან გვწერს გულდასერილი,ბარბიუსის და რომენ როლანის,როს წავიკითხეთ ჩვენ მოწოდება,გულმა კვლავ ძლიერ დაიწყო ცემადა ჩვენი თავი არ გვეცოდება.როცა გავიგეთ, რომ ანდრე მალრომჩვენი ყოფიდან შემოსა თემა,გულმა შეიგრძნო ის სიხარულიდა უფრო ძლიერ დაიწყო ცემა.ჩვენი სალამი ემიგრანტ მწერლებს,სულ ამაოა, რაც თქვენ დაგმართესთ,თქვენ სამშობლოდან გამოგაძევესთ,მაგრამ სამშობლო თქვენ ვერ წაგართვესთ.ხომ პოეტების, მოაზროვნეთადა ჯალათების იყო ქვეყანა,მაგრამ სამშობლო ადოლფ ჰიტლერისარა, არაა ეს გერმანია!სხვა გერმანია - ხვალინდელი დღის,თავისუფლებით, ახალი სიბრძნით,დღეს იბადება ეს გერმანია!აი რისთვის ვსწერთ, და რისთვის ვიბრძვით“:უცნობი, გრიმში, სცენიდან გაჰქრა,ის გაჰქრა, მაგრამ მთელი დარბაზი,ვით ერთი კაცი, აღელვებით სდგას,თითქოს სვეტებსაც გააქვთ ბარბაცი.მხნე ტაშისცემის გრგვინვა-ქუხილი,დიდის გენიით ნაჭედი სიტყვა,ფეთქდა მზე ნიჭი და ენერგიაენტუზიაზმში, რაც იმ დღეს ითქვა.ეს იყო ვრცელი, დიდი პოემა,პოეტის სიტყვა თუ მართალია,რომ პოემაში, როგორც რომანშიან ნოველაში - რაც კი ძალია,ყოველი უნდა ისწრაფებოდესკარგი დასკვნისკენ - უცნობის გრძნება,შედეგი მისი დიდი გამოსვლის -იყო პროტესტი და აფეთქება.მან მთელ კონგრესზე დაუვიწყარიშთაბეჭდილება დასტოვა ფიცის,იყო გრიგალი, მაგრამ ვინ იყოდა ან ვინ არის? არავინ იცის.
1935