↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მისი ბუნება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95270 ნახვა

—
აუწერელი გარყვნილებადა ფუფუნება -აი, რა არის, კაპიტალო,შენი ბუნება.
აუწერელი, ბუნებიდანგადანაშალი,აუწერელი ცოდვები დადანაშაული.
ასე ჩაფლული, გამოსავალსდაეძებს ტომი,გამოსავალი შენ იპოვეკიდეც: ჰკა! ომი!
საკუთარ მოძღვარს ეთხოვებაგანა შენდობა?ვერც საკუთარ ჯარს შენი გულივერ მიენდობა!
მაინც საზარი ომი კართანარის მოსული,ომი სასტიკი, უბრალო დაბარბაროსული.
მის მეშვეობით გზა კარგად გაქვსგამოსახული -განადგურება საოცარი,ჯერ არნახული.
ურაგანულ ცეცხლს მიეცემაგალერეები,წიგნთსაცავებზე ავარდებაალთა ტყეები.
მუზეუმები უმდიდრესიდა ყველაფერი,რაც გონების და ნიჭის მიერარის ნაფერი,
რითაც ამაყობს კულტურულიდა მტკიცე რიგი -წინააღმდეგი არის ომის,არ უნდა იგი!
უკეთეს პოეტს ევროპისასსალამი ამ დროს.მის მგზნებარე ჩანგს გაუმარჯოს,მის ნათელ დროშას!
არა მათ, რომელთ მოქმედებანაქები დიდად,ძველმა ევროპამ შეითვისადა შეისყიდა.
რომ ექო მისი განცხრომის გზადა ფუფუნება,შენი სიცოცხლე, კაპიტალო,შენი ბუნება.
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი