↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * რიჟრაჟია, ჯერ ტრამვაი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95280 ნახვა

—
რიჟრაჟია, ჯერ ტრამვაიარ გასცლია ლიანდაგებს -ნიკოლაძე თვის შედევრებსგულდადებით აქანდაკებს.ამოძრავებს ქვას და თიხას,მარმარილოს ძეგლებს აგებს,მას აქებენ: და სწორია,ყველას თავის საქმე აქებს.მაცნობს, როგორც დეპუტატი,თავის სოფლებს და ბანაკებს,ვხედავ: ხელით იშვიათიჩემს ბიუსტსაც აქანდაკებს.თან იგონებს როდენს, პარიზს,ელისეის აგარაკებს.ბოლო არ აქვს მის ხუმრობას,ძველს იგავებს და არაკებს.მიყვარს მისი საუბარი:მშვიდი და გულგაშლილია,როს საგანი საუბარისქეთო მაღალაშვილია.
ატელიეს არ შორდებაშრომის გმირი, ფიცხი მოსე.ახალ საქართველოს აგებსმისი ფერი და ნახშირი,მიმოფინა სურათებით.............................................
წყნეთის ქუჩით, სადაც წინად -შევხვდებოდი შიო მღვიმელს,სად მოხუცი ახალგაზრდასმაგებებდა მე მხნე ღიმილს, -მიწოდებდა მედგარ მთესველს,ტკბილი იყო სიტყვა იმის:აღარა მყავს მეგობარი -ახალგაზრდა ჩანგის სიმის!მივალ დილით, ჯერ ტრამვაი.............................................
რომ გავცილდი ვირის ხიდეს -სად ბევრი სწუხს, რომ თბილისმააღარ იცის ძველებურიჭიდაობა და თილისმა...........................................
და როცა ის რუსთაველისქანდაკების ამბავს მოყვა -ატელიეს შემოვიდაჩვენი პავლე ინგოროყვა!დინჯი, რომლის მსგავსი ბევრი...
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი