↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ეიფელის კოშკზე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
არის მთასავით კოლოსალურიმარსის მინდორზე მდგარი შენობა,მე ავდიოდი, ვით მოხარულისვეტებზე ადის შუქთაფენობა.
ოთხკუთხიანი ეს პირამიდა,პარიზზე ასე განით მჭვრეტელი,ეხლაც იგონებს, როგორ ავიდაამ სიმაღლეზე აქ წერეთელი!
(ვიღაცა სწუხდა, მგონი, ლექსებით,რომ გვიან შეხვდა უეცარ ალებს,რომ დაუძლურდა, რომ ექსცესებითვეღარ გაართობს პარიზელ ქალებს).
მე ამ კოშკს ჩემი შევწირე მსხვერპლიდა შევიწირე, ვით სახსოვარი,ზრუნვის საათი, ჩემი საფერფლე,ერთიც იდეა სწორუპოვარი:
რომ ეიფელის მწვერვალზე დადგმულსრადიოსადგურს უსმენს პარიზი:უთანაბრობა დროებამ შთანთქა,ეხლა ჩვენია ეს ასპარეზი!
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი