↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ელეგია

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2012-09-121 წთ საკითხავი106458 ნახვა

—
წვიმის წვეთები დასცურავენფანჯრის მინებზე,ქარი ვედრებით კარებთან დგას:“გამიღეთ კარი!”რა ადრე გაჰქრა გაზაფხულისმზიანი ჩრდილი,რა ადრე გაჰქრა ჩემი ყრმობა,ჩემი სიზმარი!დროო წყეულო, სად წარიღეჩემი ფიქრები!დროო ბოროტო, სად დამარხეოცნება წყნარი?მარქვი, ოჰ, გველო, რად დაგჭირდა,რომ მოგეწამლაყვავილოვანი სიყმაწვილედა ჩემი ქნარი?დაღონებული გავცქერივარცისა დასავალს,სადაც იშლება მოღუშული .ღრუბელთა ჯარი...ქვითინებს ზეცა, ქვითინებენცაცხვის ხეებიდა გულმოკლული ქვითინებს დაქვითინებს ქარი...დამათრობელი - როგორც ჩემიმოგონებები,წინ მიდგას ღვინო, ლალისფერიდა ძველი ღვინო...ვსვამ განუწყვეტლად, ვსვამ, რომდავთვრე მოგონებებით,რომ მეც საზარლად ვიქვითინოდა ვიქვითინო.ოჰ, რად მომექცა ასე უღვთოდმე ჩემი ბედი,რად დამიმსხვრია სიყმაწვილისწრფელი სიამე...სადაა ჩემი ყვავილები,სადაა რწმენა?ზეცავ სასტიკო, მიპასუხე,მითხარი რამე!
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი