↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ელეგია

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
სარკმლიდან ვუცქერ, თუ თეთრი თოვლიმთა-ბარს როგორ რთავს და ათანაბრებს,სული ეშვება მოგონებაში,სიყმაწვილისას ვიგონებ ზღაპრებს.ზღაპრებს, რომელთა უხმო აჩრდილშიჰქრება ყოველი... გრძნობა დუნდება,რაც კვლავ არასდროს არ განახლდებარაც კვლავ არასდროს არ დაბრუნდება.შემოვიხვიე ტანზე ნაბადი...გაველ ქუჩაში, მსურს ბრბოს შევერთო,რა უდაბნოა, ოჰ, ჩემო ზეცავ,რა სიჩუმეა, ოჰ, ჩემო ღმერთო!ახალი წელიც ვერაფერს მეტყვის,ახალი წელიც ვერ მომცემს პასუხს,ისევ უდაბნო... ისევ დუმილი...ისევ თოვს და თოვს... გული წუხს და წუხს...
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი