პოეზია · ლირიკა
* * * ყოველ დღეს, როგორც მეკობრეს ზღვათა
ყოველ დღეს, როგორც მეკობრეს ზღვათა,მიაქვს რაღაცა დაუვიწყარი.მზედ გაელვებას მშვენიერ ქალთაოდესღაც ზღაპრად გვიამბობს ქარი.
ყვავილთა სურნელს, ვით წვიმის ღვარი,წალეკავს სუსხი ზამთრისპირულიდა შორეული ნათებით მთვარისაელვარდება კოშკი ყინულის.
მე სევდა მომკლავს უიღბლო დღეთა,ცხოვრება წავა, გადიქუხილებს...მზე იფერფლება დასალიერთან,მალე უკუნი შემოხსნის კარებს.