↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ღმერთო, შენ დალოცე შუაფხო, ჩარგალი

უძილაური ელგუჯა

2026-07-181 წთ საკითხავი6829 ნახვა

—
ღმერთო, შენ დალოცე შუაფხო, ჩარგალი...ფშავლების ღრეობა, ცხენების ჭენება;ღამე რომ იციან მგლებივით წანწალი,საბძელში თავნება წაწალების ფერება.
ფშავლებს ხომ ლექსებში არა ჰყავთ ბადალი,ჩონგურზე სიმღერით მაუდით თენება.ხონჩაზე იციან ცხელ-ცხელი ხინკალიდა პანტის არაყით კოპალის ხსენება.
მტერი თუ დალანდეს, იარაღს ისხამენ,სალი კლდის ვეფხვები ჩნდებიან ფშავლებად.ჯიხვების ხოროებს ფეხდაფეხ მისდევენ,ფრიალო კლდეებზე ღმერთი ჰყავთ თავდებად.
ნისლის დავ, მე შენზე ფიქრები მაწამებს,ისმინე, ქალბნელო, ელგუჯას ვედრება -ქალაქს ნუ ჩაიტან ყორნისფერ ნაწნავებს,მთებს უფრო უხდება მაგ თვალთა მშვენება.
უძილაური ელგუჯა

უძილაური ელგუჯა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი