↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბარელიეფი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95283 ნახვა

—
მარჯვენა მკლავზე დაყრდნობით გძინავსვიწრო გვირაბის ქვაზე მჯდომარეს,აქ არასოდეს მზე არ გიბრწყინავს,გამოღვიძების ასე მდომარეს.
და მაინც წერაქვს, რომ გდია გვერდით,ვეღარ შორდება ხელი მშრომელი;ძილშიაც მასთან ისვენებ მკერდით,დღეც ასე მიდის... მაგრამ რომელი?
გამოიღვიძე! გამოდი ბაღში,მაგრამ იქ, სადაც ჰყვავის იები -შენ მშრომელი ხარ, შეჭრილი თაღში,ვით პოეტური ბარელიეფი.
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი