↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ახმაურდეს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
ახმაურდეს, გრძნობით დუღდეს,არ დაეტყოს ხნოვანება.ძველებური ძალით ჰქუხდესჩანგთა ჩვენთა ხმოვანება!
რა უნდა ხმას გაუბედავს,სადაც ბევრის მზერა ტლანქისინათლესაც ბნელად ხედავსდა გონებას უხშობს ბანგი!
გამოფიტულს, აზრდაკარგულსდღეს ზოგიერთს შერჩა ერთიმისწრაფება და გულდაგულგატაცების ერთი წერტი:
ეს ამაო და მდაბალიგატაცება იქ ბობოქრობს,სადაც თვალი, ხარბი თვალი,მოპრიალეს ხედავს ოქროს!
შენ კი ყოფნა გესმის ასე:თუ გსურს გაიტანო ლელო,უანგაროდ გვებაასე,მეგობარო ძველისძველო!
ჩანგს სიმართლეს ათქმევინებ,რომ სიმტკიცე ექნეს დიდი:ვერც გზას გადაახვევინებ,ვერც ოქროთი მოისყიდი!
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი