↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ახლა - განა ისეთი დროა?

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
ციკლიდან „ეპოქა“
შენ ვაჟკაცი ხარ? გსურს ისევ ტრფობამგული აანთოს, თვალი დალულოს;ეხლა ვაჟკაცი ქალს უნდა უჯდესდა მუდამ იმას ესიყვარულოს?არა, გათავდა! შენ არ სწერიხარმათში, ვინც ეძებს მოვალეობას,სწორედ ისინი ებრძვიან ახლაგადაგვარებულს სულს და ზნეობას.უნდა ელვარე შრომის სხივებითჩვენი ახალი მოვრთოთ მამული,ავამეტყველოთ სიცოცხლის გერი,ჯერ კიდევ ბნელში სულგანაბული.დაე, ვისაც სურს ტკბილი ცხოვრება,ნუ გამოგვყვება, დასცხრეს, დამუნჯდეს.ასეთი კაცი არ გამოდგება,იგი ვაჟკაცი ქალს უნდა უჯდეს.
1928
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი