↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზღვა-ზღვა, მთა და მთა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2006-09-131 წთ საკითხავი95278 ნახვა

—
ზღვა-ზღვა, მთა და მთამთა-მთა, ტყე და ტყემარად დღე ჩვენიიყო წამება,ჩვენი ცისკარი,ჩვენი შუადღე,ჩვენი დილა დაშემოღამება.
რა მწუხარება,რა ჩრდილთა ღვარიახმაურებდა მაშინსტრიქონებს.უფრო და უფროხმაურობს ქარი,თითქო იმ მწარედღეებს იგონებს.
შურისძიებისგვკლავდა წყურვილიდა ის წყურვილივერ მოვიკალით.ცა შავად იყოგადაბურვილი,ასწლოვან ხეებსარყევს გრიგალი.
ქვეყნად ბნელოდა,მთა მოიკუპრა,წინათგრძნობებითთრთოდა ხეხილი.უფრო და უფრო,უფრო და უფრო,უფრო და უფროჰქუხს ქარტეხილი.
იმ შავბნელ ხანასფიქრთ გასართველიაქ სამუდამოდფრთა მოეკვეცა.ეხლა მე ვხედავთუ ზღვამან ვრცელივით შთაისუნთქახალასით ზეცა.
ოცნება მხარესვით ეფერება,ჩვენი სურვილიროგორ ასრულდა,როგორ დააცხრაქვეყნიერებასმეხის სისწრაფეიმ დასასრულთა.
მე ვხედავ, როგორგაეხსნა ხელიენგურს და არაგვს,ფაზისს და ჭოროხს,და მიყვარს დროშა,რომელიც წრფელიმიენდო რჩეულს,რომ ეამბოროს.
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი