↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კრიზისისაგან თავის დაღწევა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2006-09-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
ის კრიზისისგან თავის დაღწევასიმპერიალისტურ ომებით ფიქრობს,თვალს არ აშორებს საშინელ მიკრობს,მითი მსოფლიოს ფიქრობს წაქცევას.
დრომ დაჰკრა და გული ამოწვა,რას დაეუფლები?მრისხანე ღრუბლები ჩამოწვა,მრისხანე ღრუბლები!
ყოველი ჩარჩის და არამზადისსახსარია თუ შესაძლებლობა,უნდება მხოლოდ ომის სამზადისსდა სამზადისის ლაფში ეფლობა.
გაისმის ზარის ხმა და ლოცვაფაშისტურ შუბლებით.მრისხანე ღრუბლები ჩამოწვა,მრისხანე ღრუბლები!
მაგრამ მძლე ომის საშიშროებისგაზრდასთან ერთად იღვიძებს კლასი, -მუშათა რაზმი ათას-ათასი,მტერი ომისთვის ქმნილ მყუდროების.
დრო მოვა და როცა, და როცაგაბედვენ წურბლები -იგრძნობენ: ღრუბლები ჩამოწვა,მრისხანე ღრუბლები!
და მღელვარე ხმა მრისხანედ ისმის:ფაშიზმის დროშა ძირს, საზიზღარი!იგი ომია, ძირს, მოსისხარი,ძირს ეს ბინძური დროშა ფაშიზმის.
რა ჟლეტა დადგება, რა ხოცვა,რა თავისუფლებით -მრისხანე ღრუბლები ჩამოწვა,მრისხანე ღრუბლები!
და ყველა ხმებში ყველაზე უფროერთი ხმა არის ძლიერი წყნარად,ეს: ჩვენი ქვეყნის ხმა სასაუბრო,დაუძლეველი მარად და მარად.
დრო არის მგზავრები ჩამოსვაამინდთ ალუბლებით.მრისხანე ღრუბლები ჩამოწვა,მრისხანე ღრუბლები!
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი