↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გზა ბარსელონის და ვალენსიის

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2006-09-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
ჟღერს ეს კაბინა,ძაგძაგებს მინა,ხმაურობს რკინა,მანქანა კვნესის.გრგვინვაა-ელვა,სიბნელის ცელვა,მუდმივი ღელვაზღვის უშორესის.გამქრალი ალი,მტირალი ქალი,ქარი, გრიალი,სიწყნარე წუთისდა ისევ შორიმოტორის თქორი,რომელსაც სწორირიტმი ამტუტებს,დღეს ჩემი ლექსისძაგძაგებს მინა,ხმაურობს რკინა,ხარობს და კვნესის.თენდება, წყნარიიღვიძებს ბარი -გზა ბარსელონისდა ვალენსიის.მტრობით და ზიზღითჩვენი და სხვისისად იღვრის სისხლი,ფიქრით მივდივარ.განქრეს ნიავით,თუ დარჩეს მწვავედ,რაც დრომ სიავითმოატივტივა.
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი