↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გზა გამარჯვების

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
გზა გამარჯვების!ფერადები ცას შელეკია,ცას შელეკიაფერადები ცეცხლის როფების...ნუ დაგიმონებსმოგონება, ნურც ელეგია,ყრუ ელეგიაგანშორება-დამშვიდობების!ეხლა სხვა ვარდნი ირევიანქარიშხლის ნავზე,ქარიშხლის ნავზეყველაფერი თრთის მონდომებით,სხვა გრძნობებისთვისიმოსება ბუნება სავსე,ბუნება სავსეგანშორება-დამშვიდობებით.ძველი მუხის ხეჩვენთანაა, ვით ძველისძველი,ვით ძველისძველიმეგობარი, მომსწრე ომების.მას განუცდიადა წარშლია მრავალი წელი,მრავალი წელიგანშორება-დამშვიდობების!აჰა, სინათლემკავკასიის დაჰფარა ქედი,დაჰფარა ქედი...ნუ შეკრთები ამაოებით:რაც დედამიწაგაჩენილა - სავსეა ბედი,სავსეა ბედიგანშორება-დამშვიდობებით.გზა გამარჯვების!დაიცავი შენი ქვეყანა,შენი ქვეყანა გევედრებადიდის ვედრებით:კვლავ შეგვახვედრებსგამარჯვების ახალი ხანა -ახალი ხანააღტაცებით და შეხვედრებით!
1940
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი