↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფეხით დიდებისაკენ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
მე მიშველის, თუ მიშველის თქვენი მასსაჟი,რომ ისევე მტკიცე ფეხით ვიდგე მასსაში.
რომ ფეხდაფეხ ჩვენს სწრაფმავალს მივყვე დროებას,მგლის მუხლით და ფეხით ვთელო საწუთროება.
მინდა ფეხით მოვიარო მთელი ხმელეთიმისი ღელვით, მისი შუქით და სიბნელეთი.
მომირჩინე ჩემი ფეხი, კიდევ ისა ჰქენ,იმავ ფეხით რომ გავსწიო დიდებისაკენ.
1936
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი