↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მწარე სიმართლე

ხორბალაძე გიორგი

2010-08-121 წთ საკითხავი1084 ნახვა

—
დადიხარ მთელ დღეს წინა და უკან,კიდეც აკეთებ რაღაცას თითქოს,გიწევს სულელებს კვერი დაუკრა,სხვა გზა არცა გაქვს, თუმცაღა _ ითქვას.
ვიღაცას ხოტბაც შეასხა _ უნდა,არ სურთ სხვაგვარად შენი ატანა.ხშირად ცდილობენ დაგადონ ხუნდიდა გააღმერთონ შენს წინ სატანა.
გული გევსება თანდათან შხამით,ქუჩაში ითვლი უგზო ნაბიჯებს.ლამაზ მირაჟებს გიხედნის ჟამიდა უძლურება ტკივილს განიჭებს.
არ შეგწევს ძალა _ დათმო სინდისიან უვიცები დასძლიო სიბრძნით.ხელის ჩაქნევა გინდა ბინდის წინ,მაგრამ ბინდს მიღმა შუქისთვის იბრძვი.
სული შიმშილობს სასადილოსთან,ნამუსის ძაფი ფეთქავს ტაქტებით,ხან შენ თვითონ ხარ სასაცილო დახან ის, ვისაც შენ ეკონტაქტები.

ხორბალაძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი