↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არ ვარ ობოლი ამ ქვეყანაზე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
არ ვარ ობოლი ამ ქვეყანაზე,შენ მეგულები ნუგეშად სანამ...რა არის ტკბილი დედის ნანაზე,მე მიმატოვა ადრე იმ ნანამ.მაინც დავდივარ ამ ქვეყანაზე.
სულ არ ვივლიდი ამ ქვეყანაზე,ნუგეშად რომ არ მეგულებოდე,დაე, მგოსნობით მრავალ ხანაზეზოგს ვყვარებოდე, ზოგს ვძულებოდე.ობლად თავს არ ვთვლი ამ ქვეყანაზე.
არ ვარ ობოლი მე ქვეყანაზე,აგერ ქნარები, აგერ გულები...ზღვაო, ის ჰანგი შენ გაანაზე,კვლავ ვიტყვი: რაკი შენ მეგულები,ობლად თავს არ ვთვლი ამ ქვეყანაზე.
1938
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი