↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შორი ხმა ლოკომოტივის

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
მოკლე, შორი ხმალოკომოტივის,გაიჭრა ღამისსიწყვდიადეში.შორს იწია-რა,სივრცეში ჩივისუცებ მომწყვდევასუცნობ ბადეში.
ამაოდ ეძებსღამეს დაწრეტილს,ახლოს, მშობლიურს,არა გარეწარს!ისევ დუმილისვამს მრავალწერტილს,და მიაფენს კვამლს,როგორც შავ ზეწარს.
მოკლე, შორი ხმალოკომოტივისმიჩუმდა. ღამეაწვდილა ცამდის.მიჩუმდა, მაგრამდუმილში ღვივისმოახლოვებადიდ განთიადის!
დანგრეულიახიდი, რკინისგზა,ბნელ სადგურიდანკვლავ ჭოტი ჰკივის,დუმილში ღვივის,დუმილში ღვივისმოკლე, შორი ხმალოკომოტივის.
1938
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი