↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბალადა, დაწერილი გორის ციხესთან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
- მითხარ, ლიახვო, გრძნობის, გადაქცეულო ჟინად,დიდი ბელადის ყრმობის არე რა იყო წინად?- წინად? ფოლადის რკინად იდგა ტოლი და სწორი,ომი მიაჩნდათ ლხინად... ასეთი იყო გორი.
გზნებათ ველები გზნობის, ციხე-კედლები ბინად,ალყა მრავალი ხნობის, დარტყმა მეხად და გრგვინვად,ძვლებს აქ მიმოყრილს ზვინად, ფრთას აზომებდა ქორი.ომი მიაჩნდათ ლხინად... ასეთი იყო გორი...
გულანთებული კობა აქ ოცნებობდა ხშირად,სამშობლო მხარის, ძმობის მცველებს სამარედ სძინავთ.მტერთან - გარედ და შინად, არა ერთი და ორიომი მიაჩნდათ ლხინად... ასეთი იყო გორი.
კაცობრიობის ბრწყინვად სჩანდა ვარსკვლავი შორი.
1939
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი