↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * შორს რომ ჩანს, ის რა გემია?

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
შორს რომ ჩანს, ის რა გემია?დაფიქრებულა ილორი...სიბერის რულს მისცემიადა ესიზმრება, რომ შორი -
გაჰყურებს ჯვარის ცისკარისვეტიცხოველს და სამთავისს.წამოვა არაგვის ქარიდა თავს ევლება სამთავეს.
ხმაურობს: ვერ შეიცვალაუუძველესი ჭრიჭინა.ვერ სძლევს, თუმც ბევრი იწვალა,რა ცეცხლიც მან გაიჩინა.
და მძლავრი, ვით აზარმაცი,აქ მდგარი მრავალ დროებით,მთით არ წასულა არმაზივერცვლილი ამაოებით.
მშენებელთ და მესანგრეთადახვეულ გზა-ბილიკებისმზედ გაწოლილან ნანგრევთადა ნაგებობათ ხვლიკები.
არაგვო, ვინ არ დაგხვდა შინ.მე და შენ ერთად ვგრძნოთ მაინც,მრავალი საუკუნის წინჩვენ შევხვდით თუ არ ერთმანეთს.
1940
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი