↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * არეს მრავალ გარდასულ წლის

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95286 ნახვა

—
არეს მრავალ გარდასულ წლისგადასცქერის ნანგრევი,დრო და ჟამი მას ვერა სცვლისქარით ნამინანქრევი.შემორტყმული წყნარ გორებადდგას მთა ბრგე და მოსული,ქორი ნელა იზმორებაარაგვით წამოსული -სადაც მწვანე ამალებადგაშლილან ოშოშები,სადაც ძლევით შრიალებენჩვენი ძველი დროშები!
კვლავ იზიდვენ შუქს ალმაცერსწარწერა, მოგონება,სხვადასხვა დროს რომ მიაწერსხალხის ზეშთაგონება.გაჰქრა ის დრო წარსულისა,იდუმლობით მოსილი,არედ მაინც ქარი მთისამიმოქრის მიმოცვლილი;სად მარადის სიალეანასისხლარ-ნაომები,სადაც ძლევით შრიალებენჩვენი ძველი დროშები!
სიმტკიცე და გამძლეობაქვის... და ეს დღე მზიანი.არ ეცვლება მზეს მზეობა:სხვაა ადამიანი.კვლავ მრავალთა და მრავალთაგზებია არჩეული.ქარით უფრო აშრიალდატყეების ფარჩეული.და ხალისით გაიშალაციხის ღრმა ნაოჭები,სად ელავდა ბასრი ხმალი -არა დროგამოშვებით,სადაც ძლევით შრიალებდნენჩვენი ძველი დროშები!
და მე ვფიქრობ: ციხევ, ძერავ,დრონი მიდი-მოდიან,უძველესი ქვის წარწერასაფიქრალი როდია.ხალხი ცოცხლობს უმაღლესით,ის მისწვდა, რაც აღელვებს:ხალხთა ძმობა უახლესადმერანს შემოაგელვებს!ერი ცოცხლობს: გადიშალაშუბლის ღრმა ნაოჭები -დღეს გმირული შრიალებენჩვენი ძველი დროშები.
1940
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი