↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * არა, არ დამავიწყდება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95296 ნახვა

—
არა, არ დამავიწყდებარკინის გზა, პირველ ნახული,ამ გულუბრყვილო სურათზეუბრალოდ გამოსახული.მაშინ პატარა ვიყავიდა იყო, მახსოვს, ზაფხული,პირველად სასწავლებელშიმივყავდით ვით დაზაფრული.ან გამომთქმელი ენითა,ან ამწერელი ვინა ჰყავს,რაც რკინის გზების სიამედა გამწარება მინახავს!შორით შორ რომ დაიკივლებს,ტანს ჟრუანტელი მედება,ბევრი რამ გამწარებითადა ოხვრით გამახსენდება.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი