↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ხმები, ხალხში ყურმოკრული

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95291 ნახვა

—
ხმები, ხალხში ყურმოკრული,შემდეგ რაღაც ჯადოქრულიძლიერებით გიტაცებდა,ჯადოსნურად მოოქრული.
ხან გატირებს, ხან გაცინებს,გხიბლავს, სევდა-დარდს გაცილებს,არასდროს არ მიგაკარებსიმ მიკრობებს და ბაცილებს.
ვისც ეხვევა ხალხი ყრუდ გარს -ბრბოს უწოდებს გულნათუთქარს,რომელსაც სხვა ბრბოს უწოდებს,აკაკი მას არქმევს ფუტკარს.
პირად გრძნობებს ის გვერდს უხვევს,მძიმედ დაჭრილს წყლულს შეუხვევს.მას არ ახსოვს თავის თავი,ის არ ნანობს ლექსთ სიუხვეს.
ლექსი ნეკტართ ფიალია,სიყვარული ტრფიალია -უკვდავ მგოსნის მოწოდება,სიცოცხლე რომ შეალია.
ლექსით მარად იხატებაძახილი და ღაღადება -საერთოის, საქვეყნოის,საქმისათვის თავდადება!
1940
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი