↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ხანდახან, როცა გაზაფხულები

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95281 ნახვა

—
ციკლიდან „ეპოქა“
ხანდახან, როცა გაზაფხულებიუახლოვდება ჩემს აღდგენილ სულს,მინდა ვიმღერო, როს იდუმალიძალა შუაზე სწყვეტს ამ სიხარულს.
რა მოხდა? ქარი, ქარიშხალია?როგორ უარვყოფ ძალას ამ ხმისას?დიდიხანია, რაც რომ იმგვარადარ უმღერია ჩანისლულ მიწას.
1928
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი