↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შედუღება ოცნებასა და სინამდვილეს შორის

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
ალბად, იმიტომ ხომალდის აფრით,იდუმალ წყენით და გულდიდობითვერ მოახერხებს გული ვერაფრითუკანასკნელად გითხრას: „მშვიდობით!“ -
რომ დრომ ზვირთები მხარით გადიშვადა დააჯახა ერთიმეორეს,რომ საბოლოოდ მოხდა გათიშვასინამდვილეს და ოცნებას შორის.
მაგრამ მოწყენით ნუ ხარ, მხნე მუხავ!როგორ არ არის ეს გაოცება:ოქრომ ლაჟვარდში კვლავ დაადუღასხვა სინამდვილე და სხვა ოცნება!..
1940
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი