↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რიცა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
აფხაზეთს არისერთი ტბა: რიცა.და იქ ხომ გვახსოვსშენცა და მეცა -ზეცა, ვით ზეცადა არა მიწა,მიწა ვით მიწადა არა ზეცა.
იმ მიწაშიაცფრთების მოკვეცისატანაც შევსძლოიქნებ, ვინ იცის,მიწის, ვით მიწისდა არა ზეცის,ზეცის, ვით ზეცისდა არა მიწის.
ოჰ, გამახსენდაჩანგი. და მეც ისშარავანდედათმაგებებს ციმციმს -მიწის, ვით მიწისდა არა ზეცის,ზეცის, ვით ზეცისდა არა მიწის.
აქ ყინვებია,ლამაზო რიცა,შენი ჭავლი კისიზმრებს მიეცა -ზეცა, ვით ზეცადა არა მიწა,მიწა, ვით მიწადა არა ზეცა.
1940
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი