↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რისთვის? (რისთვის ყრმობაში)

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95270 ნახვა

—
რისთვის ყრმობაში ვხედავდი მეტადუფრო მშვენიერს - ვინემ საზიზღარს?რისთვის ბუნებამ მშობა პოეტად,რომ გავყოლოდი ოცნება-სიზმარს?
რისთვის სიცხადეს, ცივს და უჯეროს,ვეძახდი მხოლოდ დღეთ ნათილისმარს,იმ სიყვარულსაც ვინ დაუჯეროს,არ დაუჯეროთ არასდროს სიზმარს?
მახსოვს მე ერთი ძველი არია,ეხლაც რომ გული იგონებს ცისმარს,ქვეყნად ყოველი დღე სიზმარიადა სინამდვილეც მიჰყვება სიზმარს.
1919
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი