↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რისთვის?

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
Lasciate ognisperanra vo! chʼentzate*დანტე
სევდიანი და დაღვრემილი ვიდექი ობლად,ჩემი დემონი ხარხარებდა ჩემსვე მახლობლად.„თუნდა მოკვდეო“, გაცხარებით დაიხრიალა,გამომაცალა სასიცოცხლო გრძნობა და ძალა.ეს მახსოვს მხოლოდ, ბუჩქში გავწევიდა ბალახებში თავი ჩავღუნე,გრძნობით კი კარებს ჯოჯოხეთისასმივადექი და დავაკაკუნე.გამომაფხიზლა იმავ დემონმაიმავ ფიქრისთვის, იმავ კვნესისთვის,მან ჩემს თვალებში ამოიკითხასაბედისწერო - „რისთვისო, რისთვის?“მას აქეთია მე ჯოჯოხეთს სულით ვატარებ,მას აქეთია ვცოცხლობ მხოლოდ დემონთა ცისთვის,ღამეს ვათენებ და დღის ციმციმს ისევ ვაღამებ,თავში კი ისევ მიტრიალებს: „რად ვცოცხლობ, რისთვის?“
1909
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი