↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * გაზაფხულის იისფერო მზერავ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95291 ნახვა

—
გაზაფხულის იისფერო მზერავ,ველებს მზიანს თუ ხეების ჩრდილოს -გულ-წარმტაცი ფერადებით ფერავ -ვით მხატვარი თვალუწვდენელ ტილოს.
მილივლივებს ყვავილების ფენადა შვენებას გასაოცარ ცქერის,რასაც ჩემი ვერ გამოთქვამს ენა,მას ბულბული უნაზესი მღერის.
ო, გადამრევს მგოსანს იგი მღერა -სიყვარულის მომცემელო სრულის -გაზაფხულის იისფერო მზერავ,მწველო ჩემის შეზამთრული გულის!
უნაპირო ლაჟვარდია ზემოდდა ის მიწას უვლის ცერა-ცერა -მაისის მზევ და დროშებო ჩემო,გაზაფხულის იისფერო მზერავ!
1940
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი