↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * გადასძახე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95285 ნახვა

—
გადასძახე,გააგონე,ეს სიმღერა მრავალთმრავალს,შრომის რიტმიმუდამ ჰპოებსათასნაირ გამოსავალს.მხარევ, ვინ რასდაგაყვედრის,ან რა შველას, ანუ რა ვალს,ჰკითხე შენს გულს,გაოხრებულსდა მწარე თავგადასავალს.ხელი მძიმედდაგივარდა,ტყვიამ დაჰკრა დაირასა,სამუდამოდშენი გულიძველი ხმისთვის დაირაზა.დაგანებონ,სჯობნის, თავი.შენ ერთს ითხოვ, აი რასა:სხვისკენ მაინცნუ იწვდენენსასიკვდილო ბაირაღსა.
არ ეძახი,არ იგონებუგზოობას,მწარე დარებს,დიდი ხნიდან,ის ძველი გზაარ იცი, სად მიგატარებს?ხან წაგითრევსუუნებოდდა ხან შეშლილს დაგადარებს,გადაგჩეხავს,გადაგისვრის,არც გკლავს და არც გაგატარებს.კმარა, გეყოთვალახვევადა სიბნელეშავი ბლონდის,სულ ახალი ხანა მოდის,გული კი არ დაგიღონდეს:
ადამიანსენა ჰქონდეს,ჭკუაც ჰქონდეს, ჯანიც ჰქონდეს,მაინც ჩიხთანხერხით ვეღარგაჰქონდეს და გამოჰქონდეს?
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი