↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * რა არის ოქრო აჭარის

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95285 ნახვა

—
რა არის ოქრო აჭარისუსაზღვრო სილაჟვარდეში?ეგ არის ზეცა, ეგ არისმნათობი ცისფერ ბადეში.არგონავტების კამარისლივლივი სიფერადეში.ეს თვითმფრინავის ფრთა არისვარსკვლავთა მილიარდებში.ეგ ულურჯესი მთებიადა ზღვაზე ნისლის მორევი,ნარინჯთა რომ მონთებიაგუნდ-გუნდი ნაამბორევი.შიში რომ არ აქვს არავის,განადგურება-მორევის,სიმღერა დაუფარავიდა ჰანგი გრძნობა-მორევის.სიცოცხლე რომ ჩქეფს ბაღნარისფორთოხლის ტყეში და ვარდში.დიდება! აი, რა არისოქრო აჭარის ლაჟვარდში!
1940
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი