↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თავდადებულთა მილიონები

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2013-09-132 წთ საკითხავი95280 ნახვა

—
სამშობლოსათვის თავდადების დრონი მეფობენ.იგი გვეძახის - ბევრის მოწმე, ბევრის მგონები.მოახლოებულ გამარჯვების დიდებას გრძნობენადამიანთა პატიოსანთ მილიონები.
კავკასიონი, ლაჟვარდების მაღალ ცარცივით -მზეზე ელვარებს და ოცნებობს თავის არწივით -რგოლებს რომ ხაზავს და ტრიალებს ამაყად, ფართოდ,ის მეომრის ფიქრს მოუწოდებს ცად სანავარდოდ.
აიწევს მაღლა, უფრო მაღლა, აჰა, ეშვება,კვლავ მილივლივებს, მაგრამ ღრუბლებს არ მოეშვება,დარწმუნებული სილაღეში, სიძლიერეში,სწორია მისი ფრთის სიმშვიდე თუ იერიში.
ქვევით ქვემეხთა გრიგალია, დაცხრნენ სიონი -ქვეყნებს უსივრცოს გადასცქერის კავკასიონი.ძალით, სიცოცხლით, გატაცებით, მკლავით, გონებითადამიანთა მღელვარებენ მილიონები.
ელვარებს ქურა, აქ მზადდება ისრები სხივის -აჩქარებული მონათება ალისფრად ღვივის.შეიმოსება, აზღვავდება რკინის კონებითადამიანთა თავდადებულთ მილიონები.
მტერს სურს ტევტონურ ციხე-კოშკში დამარხოს ჩვენითავისუფლება, ფიქრთ საგანი, ნათეს-ნაშენი,სურს, რომ ჩააქროს სიმართლის და სინათლის ალი,ფერფლად აქციოს ჩვენი აწმყო და მომავალი.
აღსდგნენ მომხდურის წინააღმდეგ არა მონები -სამშობლოსათვის თავდადებულთ მილიონები:გლეხი ნამგალით მკლავზე იწვენს თავთავს მონაქუჩს,გამძაფრებული სცემს მშრომელი უმძიმეს ჩაქუჩს,
რომ მეომართა გამოსჭედოს ხმალთა წკრიალი -„მუსრი მტარვალებს!“ და ტანკების მიდის გრიალი.გმირებს ვერ ითვლის ჩვენი მხარე, ურიცხვს და ულევს,ისინი ჰქმნიან, რომ არ ჰქმნილა იმ სასწაულებს -
გზებს რომ ჰკაფავენ ნარ-ეკლიანს, ახშობენ ოდესუნდობელ მტერთა ძალადობას და სიბოროტეს.გმირი სიცოცხლეს თვისას სწირავს სამშობლოს მზიანს,ვაშა გამბედავს, ვაშა სულით მძლავრ ადამიანს!
გზა ისტორიის გულზე იწერს გმირთა სიმარჯვეს -ვაშა და ვაშა! ხალხის გულში მათ გაიმარჯვეს!ქებათა ქება მათი ქვეყნად ჰქუხს, არ დაცხრება,მათგან რისხვაებრ თავს დაატყდეს მტერს დამარცხება.
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი