↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რკინის ჯაჭვით

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2013-09-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
ნათქვამია, ყოფნის გემზე,რომ მოსკდება წვიმა-ქარი,რკინის ჯაჭვით გულს მიიბასმეგობარმა მეგობარი.
სხვანაირ დროს მწარედ ჩაგრავსზოგს სიცივე, ზოგს ობლობა;ზოგის მეგობრობას სჯობნის -ღვთაებრივი მეზობლობა.
ცხოვრებაში ყველას კარგიაქვს რაიმე სახსოვარი,ზოგს ყვავილი უდევს წიგნში,ზოგს ფერადი ნაქსოვარი.
მეც წიგნს გიძღვნით, ვინაიდანრაც კი მახსოვს ეს სოფელი,არ მინახავს თქვენისთანაგულკეთილი მეზობელი.
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი