↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

AVE MARIA

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95284 ნახვა

—
ელვარებს, დნება წმინდა ნათელიმკრთოლვარ-მთრთოლვარე შუქთა მფრქვეველი,ნუგეშთ მწყურვალეთ, შენსკენ მოილტვისლოცვა-ვედრება და საკმეველი.
რა რიგ მწყურია შენს შორეახლოსგანახლებისა მოვიკლა ჟინი,და ვუცქეროდე - თუ როგორ ბრწყინავსღვთაებრივობის შენი გვირგვინი.
რამდენი ღამე გამითევია,მზის ამოსვლისთვის რომ შემეხედა,მე ვერ ვამჩნევდი, თუ როგორ რთავდამთვარე ვარსკვლავებს, როგორც შვილთ დედა.
ასე, არ მინდა ვუცქირო წმინდანთ,გარს რომ გარტყიან, ყველა ბნელდება,და თვალწინ მხოლოდ შენი აჩრდილიუხილავ ძალით ხორციელდება.
ოჰ, ეს ნათელი, თვალთა ნათელიგულის სიღრმემდე მწვდება, მედება!რა არის შენთან კაცთა ბორკილიან ხორციელის შემოქმედება?
იყო დრო და შენ ქვეყნად იყავიმაგ განუსაზღვრელ მშვენიერებით,მაგრამ რით უნდა დაგეტკბო გული,კაცთა ღალატით თუ ცბიერებით?
ეხლა აღარ ხარ და ჰქმნის ოცნებაუკვდავი სახით უბრალო ტილოს,რომელსაც ძალუძს თუნდაც ველურიდაატყვევოს და დაიმორჩილოს.
მასში ყველაა, რასაც დაღლილიადამიანი ქვეყნად ეძიებს,მშვენება, სული და სილამაზეჩვენს ლოცვაშია, მუდამ რომ ჰგიებს.
ელვარებს, დნება წმინდა ნათელიმკრთოლვარ-მთრთოლვარე შუქთა მფრქვეველი...დედაო ღვთისავ! შენსკენ მოილტვისლოცვა-ვედრება და საკმეველი.
1912
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი