ჩემმა სამშობლომმშვენიერმა,რაც ნახა ჭირი,რაც მახინჯთაგანგანიცადაჟამთა მოღრუბლვით,რაც ნახა ჭირი,ვიგონებ მასმე, მახაჯირი.მშობლიურ მიწისერთი მუჭათან მიმაქვს უბით.
დაგვსაჯა ბედმა,იმ შავბედმა,და გასაჭირიგაჟღინთა ნისლის,ცრემლებისადა სისხლის გუბით.თიხას დიხაშხოს,თუ ფხვიერსავგრძნობ, მახაჯირი.მშობლიურ მიწისერთი მუჭათან მიმაქვს უბით.
რა დამავიწყებსფირუზისფერსტყესა და ნაპირს,მაღალ მთებითადა ერცახუსვარსკვლავით ტყუბით,ჯახში, ჯახირში,ჭაობებში,ხაშმში - მახაჯირს -მშობლიურ მიწისერთი მუჭათან მიმაქვს უბით.
რაა გარშემო?სევდა, ანძადა მოაჯირი.ქანაობს გემიქარისა დატალღების ჩხუბით.რა საჭიროა,სადაც მივალმე, მახაჯირი,მშობლიურ მიწისერთი მუჭათან მიმაქვს უბით.
ცაზე ღრუბლებისმობნეულიწყება ხშირ-ხშირი,ცივა და ბაქანსწვიმა ასხამსღრუბელთა რუმბით...ვერ ვეღირსებიჯარს და ჯირითსმე, მახაჯირი...მშობლიურ მიწისერთი მუჭათან მიმაქვს უბით.
იმედს არასდროსარა ჰკარგავს -ვინც ომს აპირებს;უიმედოამხოლოდ ქაჯითვალირიბ უპით.ერთი იმედიუცხო მხარესმიმაქვს მახაჯირს,მშობლიურ მიწისერთი მუჭათან მიმაქვს უბით.
მალე მაისისმხურვალე მზესხივებს დააჭერსდა არემარემოირთვებაყვავილთა ჯგუფით.რომ გამახსენდე,გაზაფხულო,მიმაქვს მახაჯირს,მშობლიურ მიწისერთი მუჭათან მიმაქვს უბით.
არა, არააყველა გზებიგადანაჭერი,მჯერა მხურვალემზე დაგვიცავსელვარე შუბით.თვით სამარეშიცამას ვიგრძნობმე, მახაჯირი,მშობლიურ მიწისერთი მუჭათან მიმაქვს უბით.
როცა წარსდგებადიდებულიმომავალის პირსაფხაზი მზითა,ოსმალო კიჭუჭყით და წუმპით -აი, იმ დღისთვისდღეს განწირულსმიმაქვს მახაჯირს,მშობლიურ მიწისერთი მუჭათან მიმაქვს უბით.
გარდავა ბნელიუფსკრულებისმღვრიე ნადირი.აღმოსავლეთიმოირთვებაცისკრის ალუბლით,მომავალ დროშებსეხლავე ვგრძნობმე, მახაჯირი;მშობლიურ მიწისერთი მუჭათან მიმაქვს უბით.
თუ გაიელვებსიმათ თვალწინჩვენი ხანჯალი,ჩონგურს ძველებურსთუ სიმებიისევ გავუბით,კვლავ შემოვძახებძველ სიმღერასმე, მახაჯირი.მშობლიურ მიწისერთი მუჭათან მიმაქვს უბით.
იმ ნადირობით,ცხენოსნობით,ხმით პირდაპირით,ღვინით, სიმღერით,მშვიდობიანსუფრით, საუბრით,სტუმრებთან ერთადვერ დავტკბები,მე, მახაჯირი...მშობლიურ მიწისერთი მუჭა თანმიმაქვს უბით.
აწიოკებისდა დანგრევისხანგრძლივი ძირი...მე მაგონდებამამა, დედანათელი შუბლით.იმათ ფერფლს მარადვენაცვლები,მე, მახაჯირი,მშობლიურ მიწისერთი მუჭათან მიმაქვს უბით.
აი, რას ვეტყვიაფხაზეთისმომავალ გმირებს:არც უსასო ვარ,არც ცრემლებიმდის ღაპა-ღუპით,ჰგრძნობდეთ, მოძმენო,მწუხარებითჩვენ, მახაჯირებს,მშობლიურ მიწისთვითო მუჭათან მიგვაქვს უბით!
1941