↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მახსოვს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
მახსოვს: ჩემ შემშლელ მწუხარების ჟამსჩემებრ მწუხარეს ვეწვეოდი მთას,და ღამე თავის სილამაზეშიშემომახვევდა მშობლიურ კალთას.სევდიანი და დაფიქრებულიცის უდაბნოში სცურავდა მთვარე,სცურავდა მთვარე და თეთრი ნათლითივერცხლებოდა გარს არემარე.
თეთრი ზოლები შორი მთებისაიკარგებოდენ ცისა სიღრმეშიდა ხის ფოთლები ფერხულს უვლიდენნიავის ველურ სიხალისეში.ქვევით კი, ნისლით შემოსუდრულიდა მოწყენილი ოხრავდა მტკვარი,ნაწყვეტ-ნაწყვეტად ისმოდა გმინვა,ძლივს გასაგონი, ძლივს ამომსკდარი.
მე კი ვცდილობდი არ გამეგონაკაცთა გულიდან ნაფეთქი ხმობა -ღამის უსივრცო საკურთხეველთანიკარგებოდა კაცთა ობლობა.მე ღამის სახეს უფრო ვწვდებოდი,ვინემ კაცისას, როცა ნარნარიცის უდაბნოში სცურავდა მთვარე,ციდან ძახილი მესმოდა წყნარი.
მეხატებოდა წარმტაცი მხარე,რომლის არ არის ამ ქვეყნად ფასი,რომელს ამშვენებს მთვარის ნათელიდა აფერადებს ვარსკვლავთ კისკისი.მთვარევ, შენ იცი ეს საიდუმლო,რომელსაც გულით დავატარებდი,ქვეყანას უშნოს და ულაზათოსშენს მინაზებულ შუქს აფარებდი.
არ იყო შენთვის არც საუკუნე,არც წელიწადი, არც ერთი წამი.იყო უკვდავი მშვენიერება,განუსაზღვრელი იყო კამკამი.იყო ის გრძნობა გამოუთქმელი,რომელიც მხატვარს ვერ შეუქმნია,შემოქმედის ხელს გამოუსახავსდა ადამიანს ვერ შეუგნია.
შენ იცი მხოლოდ, თუ რასაც ვგრძნობდიმარტოობაში შუაღამისას,რომ ღამის სახეს უფრო ვწვდებოდი,უფრო ვწვდებოდი, ვინემ კაცისას.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი