↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მესხის დაბრუნება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2013-09-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
აი, განიბნენცაზე ღრუბლები,აგერ გამოჩნდამისი სოფელი,განახლებული,მთელ სამშობლოისაღორძინებასგანუყოფელი.
აი, ჩონგური...ალვის ხეებშიმოელვარე ქვისთეთრი შენობა,საწინდარიაიგი სიცოცხლის,როგორც მომავლისშუქთა ფენობა.
როგორ შეცვლილაძველი სოფელი.ახალი სკოლა,სასტუმრო, კლუბი,შორიდან მოსჩანსმრავალწლოვანიუზარმაზარიფიჭვების ჯგუფი.
შეხედე, ძველიალვის ხეებირა ლამაზია,როგორ სწორია,რა მიმზიდველადთეთრ აივნებითმოსჩანს ახალისანატორია.
მესხს სიხალისითევსება გული,მას დაუბრუნდაის სიყმაწვილე;ისიც რომ ახალთ-ახალი ქვეყნისმშენებელიადა მონაწილე.
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი