↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აფხიარცა!

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2013-09-131 წთ საკითხავი95278 ნახვა

—
აფხიარცა! როგორ ჟღერდი,როგორ ჟღერდი, აფხიარცა!დამმარცვლელი ქუდზე კაცისმსგავსი შენი იყო არცა.
როცა მტერი ზღვას გადმოსცდა,მოიწია და, ვითარცანიაღვარმან, ინაცვლა გზა:შენ ზარს სცემდი, აფხიარცა!
ძარცვა ბევრი გისმენია,მაგრამ იმნაირი ძარცვა?ვერცა მიწა და ვერცა ცამსგავსს ვერ ჰგონებს, აფხიარცა.
დაინაცრა მისი ხსოვნა,ვინაც მხარე ცეცხლს გადასცა,თავს დაესხა ის აფხაზეთს,როცა მხარე მოიქანცა.
ოდეს გმირმა არ ისურვადა თაყვანი მტერს არა სცა,როგორ თრთოდი, როგორ ჟღერდი,როგორ ჰქუხდი, აფხიარცა.
მტერი თვისი მოყვრად არ სცნა,ბევრჯერ მწარედ დაამარცხა,ბევრჯერ ტანში გასცრა მომხდურს,სასიკვდილოდ დაანარცხა.
ღრიანცელით მოგრიალემვერ იფარცხა მისმა ფარცხმა,სასახლეზე არ იცვლებამაღალ მთაზე მდგარი ფაცხა.
და ფხიანი ვეფხის ნახტომსჰგავდა მისვლა მისი აწცა,ბევრის, ბევრი გარდასულისმომთხრობი ხარ, აფხიარცა.
აფხიარცა, აწ ბუმბერაზზღვის გვიმღერე კიდევ რამცა,სიყვარულზე, გმირობაზეაგუგუნდი, აფხიარცა.
აქე მთები და ტყეები,მათი ვარდი და იაცა.ფხვიერ მიწის, ძველი ვეფხისგვასმინე ხმა, აფხიარცა.
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი