↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მერვე ნოტი

ახალაია ბექა

2026-07-182 წთ საკითხავი5708 ნახვა

—
ნა-თიას
დო-გმად ქცეული მტვერი ადევთ სქელყდიან წიგნებსთაროზე,სადაც ერთად-ერთი მიხაკი ლპებადაურიდებლად.სიკვდილისკენ ლაბირინთს იგნებსყოველ საღამოს უხუნდება ფერი და გზნება.
რე-მარკის ახლოს მოლურჯო და პატარა ჭიქადევს,რომ მაჩუქე თუ არ ვცდები დეკემბრის სამშითანხმობის ნიშნად.მე კი შენთან სანაცვლოდ მიმაქვსშექსპირი(ყდაზე გადაუკრავთ ტყავი თუ ზამშე).
მი-კვირს,ლანდოლფთან გასუსულა,დაღლილი თუაბუზი(ან უფრო დაქანცული),სიჩუმეს მოქსოვსიმ ხელსახოცზე,სახინკლეში ნასვამმა გიოზედვაკელმა რომ წააწერა თავისი ლექსი.
ფა-ნჯრის რაფაზე (თან ვეწევი) მარცხენა მუშტითდაყრდნობილი ვარ,შემცივნული საამოდ ვთბებიმზეზე.გოგონებს შენ გადარებ,ვისაც აქვს სუსტიტანი,ლამაზი გამოხედვა და სწორი თმები.
სოლ-არიუმში გიყვარს ზაგრით რატომღაც ჭამაკანის და მე კი შენს სხეულზე დამჩნეულ გამითვტკბები.მოხატულ ხალიჩაზე აგდია ჩემიჩრდილი,სულ რაღაც ორასი თუ სამასი გრამი.
ლა-მის ქვასავით ვიღაც ჩუმად კეფაზე მახლისფიქრებს.ყურს ვუგდებ დაბალ ხმაზე მეზობლად ჩართულმუსიკას.შენი მაღალი და ფერმკრთალი სახლიმიყვარს,თვალებს რომ ვერ ვაცილებ მესამე სართულს.
სი-თბო მისუსტდა,დაჟანგებულ ელექტრო ბოძთანდგას ვიღაც მთვრალი და გამვლელებს აყოლებს ბღვერითთვალებს.ვიცი რომ მომიხდება ამაღამ მოცდაშენთვის.თითებში ჩაინავლა Winston-ის ღერი.
ნა-მდვილად ვიცი,ღმერთამდე რომ ბოლივით ადისლოცვა.ალვის ხე იჭყიტება ოთახში კისერ-წაწვდილი.მე კი მსოფლიოში პირველად ნათი,ამ რვავე ნოტით სონატას თუ ნოქტიურნს გიწერ!
ახალაია ბექა

ახალაია ბექა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი