↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოგზაური

ახალაია ბექა

2026-07-181 წთ საკითხავი5718 ნახვა

—
ჭუჭყიან სამოსელს, გახვრეტილ მათარას არ ვიშორებ,ჩრდილი მყავს, ათი წლით უმცროსი ჩემზე და ორი თავითმაღალი. ცოდვისგან, ამდენი, სული ხომ გამისივდა,წმინდაო უფალო, ცას ისე ნურასდროს დაადაბლებ,რომ შენი ბოლთა და სიბრაზე შვილებმა გავიგონოთ.
მოხრილი ყავარჯნით, მივყვები გუბეებდაკერებულგზებს, აზრი არა აქვს, საითაც არ უნდა გაეშურო,ყველა გზა მიგიყვანს ღამეში. თვალღია წავიძინებ -მეც კი მყავს (სხვებივით) პატარა მტრები და მიხარია,ასევე ზამთარი, ცუნამი, მიწისძვრა, ტაიფუნი
მერჩიან (სხვებივით). სოფლები, დაბები, ქალაქები,ფეხით მაქვს მოვლილი, მშიერი, მწყურვალი მილიონჯერვყოფილვარ, რამდენჯერ დაწყევლილ სიკვდილსაც გადავურჩიდა უკვე მომბეზრდა ამდენი უმიზნო ხეტიალიდა სახლში, რომელიც (რატომღაც) არასდროს არ მქონია
მინდა, რომ შევიდე, ბრმასავით ვიარო კედელ - კედელხელების ცეცებით, ნესტი და სიცივე შევისუნთქო,ისიც, რაც არ მოხდა, ვით ჩემი წარსული - გამახსენდეს,ბიაზის ჭერი კი, სიბნელის ბუდეში, ას ვოლტიანკვერცხს დადებს, მშვიდი და ცოტათი დაღლილი დრაკონივით...
წმინდაო უფალო, ცას ისე ნურასდროს დაადაბლებ,რომ შენი ბოლთა და სიბრაზე შვილებმა გავიგონოთ!
ახალაია ბექა

ახალაია ბექა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი